მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

thrillist-მა საქართველო ევროპის საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა

5c5bd52f066e5
შოთა ტყეშელაშვილი
07.02.19 11:00
1188
ამერიკულმა ონლაინ-ჟურნალმა thrillist.com-მა ევროპის კონტინენტის 48 ქვეყანა მათი სამზარეულოების მიხედვით დააჯგუფა. საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნად ვებ-გვერდმა იტალია დაასახელა, მეოთხე ადგილი კი საქართველოს მიაკუთვნა.
ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება - იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, საქართველო და გერმანია.

საქართველოს შესახებ ვებ-გვერდი წერს:

“საქართველო ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს. ქართული სამზარეულოს გამორჩეული თავისებურებაა მრავალფეროვანი  სუნელების კომბინაცია, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. ქართული სამზარეულო გამოირჩევა მკვეთრი, მაგრამ დაბალანსებული გემოებით.”

ვებ-გვერდის შეფასებით, ქართული სამზარეულოს კულმინაციას ხაჭაპური წარმოადგენს. ასევე გამორჩეული კერძებია ხინკალი, ჩახოხბილი, ტყემალი, ჩაქაფული, კუჭმაჭი და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები