მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI 600 000 მოქალაქისთვის სესხების განულებას "საგანგაშოს" უწოდებს

5bfd41121a23c
BM.GE
27.11.18 18:00
1190
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ 600 000 მოქალაქისთვის სესხების დაფარვის დაპირებას "საგანგაშო“ ფაქტს უწოდებს. საარჩევნო პერიოდის მეორე შუალედური ანგარიშის დოკუმენტში, ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ეს ინიციატივა გამორჩეულია სხვა შემთხვევებისგან იმით, რომ დაფინანსების წყარო კერძო ფონდია, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებზე მიუთითებს.

ზოგადი შეფასების ფარგლებში კი ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირველი ტურის შემდეგ, განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა ისეთი შემთხვევების ზრდა, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს ამომრჩევლის მოსყიდვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები