არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არაეფექტურობაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია არჩევნების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ისევე როგორც პირველი ტურის დროს, სამსახურის რეაგირება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულაციების სავარაუდო დარღვევებზე ძირითადად არაეფექტური იყო.
"შემთხვევების გადამოწმების პროცესი დიდხანს იწელებოდა და საბოლოოდ შედეგიც არ ჩანდა. იმედს ვიტოვებთ, შემთხვევათა შესწავლის პროცესი დაჩქარდება და უფრო სწრაფად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული", - აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში".