არასამთავრობო სექტორი "სასოფლო-სამურნეო მიწის საკუთრების შესახებ" კანონპროექტის არსებული ფორმით მიღების წინააღმდეგია.
როგორც "საერთაშორიო-გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი განმარტავს, კანონი კრძალავს მიწა გამოყენებულ იქნას უზრუნველყოფის საშუალებად, შესაბამისად მიწას ფასი ეკარგება და რეგულაცია არ აძლევს საშუალებას ინვესტორს, ის გამოიყენოს დანიშნულებისამებრ.
"ვფიქრობთ ამ კანონპროექტს აუცილებლად სჭირდება დახვეწა იმ კუთხით, რომ მასში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უფრო მეტად მოგვცემს საშუალებას, მიწა გამოყენებულ იყოს უზრუნველყოფის საშუალებად, მატერიალური სიკეთის მისაღებად. ხშირად მიწა არის ერთადერთი საკუთრება, რომელიც გააჩნიათ მოქალაქეებს, ამიტომ ისეთი შეზღუდვების გამოყენება, რომელიც მიწას ფასს დაუკარგავს და არ იქნება შესაძლებელი მისი თავისუფლად გაყიდვა და ა.შ, ქმნის პრობლემებს.
აუცილებელია კანონპროექტი მიღებულ იქნას ისე, რომ პირველი - მიწას ფასი არ დაეკარგოს, მეორე - მიეცეს ბიზნესს საშუალება, აღნიშნული მიწა დანიშნულებისამებრ გამოიყენოს.
მიწას, როგორც საკუთრებას, აქვს ღირებულება. თუ კანონმდებლობა მოგვცემს ისეთ აკრძალვებს, რომ ამ მიწის გამოყენება, იგივე საბრუნავ საშუალებად, ფულის მოსაზიდად, ვერ მოხდება, გამოდის, ჩვენი საკუთრება კიდევ უფრო გაუფასურდება, კიდევ უფრო დაკარგავს ფასს და არ იქნება მიმზიდველი არც ინვესტორისთვის და ვერ იქნება გამოიყენებული ფინანსური რესუსრის მოსაზიდად.
მიწას ვერ გამოვიყენებთ უზრუნველყოფის საშუალებად, თუ მეორე მხარე არის უცხოელი, საფინანსო სექტროს ამ შეზღუდვებით ინტერესი თანდათან ეკარგება, რადგან მათი პარტნიორები ხშირად არიან უცხოელები. ეს ართმევთ მათ საშალებას, მიწა გამოიყენონ უზრუნველყოფის საშუალებად", - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტი თეო ზაქარაშვილი.

























