"თი ბი სი ჯგუფი" სადაზღვევო ბაზარზე შესვლას წელს გეგმავს. როგორც ხაზარაძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, სტრატეგიული გადაწყვეტილება სადაზღვევო ბიზნესში შესვლის შესახებ ჯგუფს მიღებული აქვს და ეს წელსვე განხორციელდება. მოხდება თუ არა ახალი სადაზღვევო კომპანიის შექმნა თუ "თი ბი სი" სადაზღვევო ბაზარზე არსებულ რომელიმე კომპანიას შეიძენს, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. "თი ბი სი’’ ჯგუფი მორიგი სიახლის შესახებ პრესკონფერენციას უახლოეს პერიოდში გამართავს.
"ჩვენ ვმუშაობთ და უახლოეს ხანში გამოვაცხადებთ ამ სიახლეს. პრინციპული და სტრატეგიული გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ შევიდეთ სადაზღვევო ბიზნესში. რა ფორმით და რანაირად ამას ცალკე პრესკონფერენციას მივუძღვნით", - განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" მამუკა ხაზარაძემ.

























