მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TI: დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს

5efede95230ba
BM.GE
03.07.20 11:24
793
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აქვეყნებს კვლევას პარლამენტის წევრ, ვიქტორ ჯაფარიძის ბიზნესინტერესებთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებით 2018 წლიდან დღემდე 6 264 688 ლარი მიიღეს. ჯაფარიძე 16 წელია პარლამენტის წევრია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ვიქტორ ჯაფარიძის ნაწილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანია გამარტივებულ შესყიდვებს იღებს, ტენდერებში კი მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის კომპანიები იმარჯვებენ. 

აქვე აღნიშნულია, რომ ჯაფარიძის ოჯახს და მათ ბიზნესპარტნიორებს ქართული ოცნებისთვის ჯამში 410 000 ლარი აქვთ შეწირული

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს: 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ ვიქტორ ჯაფარიძესთან და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების თითოეული ტენდერი და დაადგინონ შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს. 

საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები