"აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ კანონში ცვლილებების პროექტით პოლიციას ნაწილობრივ ე.წ საპოლიციო გამოსახლების ფუნქცია უბრუნდება. თუ სახელმწიფოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების პროექტის განსახორციელებლად დასჭირდა მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება სამართალდამცავ ორგანოს "საპოლიციო გამოსახლების" წესის გამოყენების უფლება.
კანონპროექტის მიხედვით, საპოლიციო გამოსახლების წესის გამოყენების უფლება სამართალდამცავ ორგანოებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე არ ექნებათ და სწორედ ეს განასხვავებს მას ე. წ საპოლიციო გამოსახლებისგან, რა პრაქტიკაც 2015 წლის დეკემბერში გაუქმდა.
კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს არასამთავრობო სექტორს. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მთავარი იურისტის განცხადებით, შენიშვნები ეხება კომპენსაციის თანხაზე დავას. თუ სახელმწიფოს მხრიდან დაჩქარებული წესით ხდება საკუთრების ჩამორთმევა, საკომპენსაციო თანხაზე დავა სამოქალაქო წესით ხორციელდება, რაც შეიძლება წლები გაგრძელდეს. ორგანიზაციას შენიშვნებია აქვს საპოლიციო გამოსახლების წესთან დაკავშირებითაც.
"ამ კანონპროექტის მიხედვით, მას შემდეგ რაც სასამართლო მიანიჭებს ამა თუ იმ ორგანოს ექსპროპრიაციის უფლებას ანუ თქვენი საკუთრების წაღების უფლებას, მას შეუძლია პირდაპირ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და მოახდინოს თქვენი გამოსახლება, მაშინ როდესაც შეიძლება ჩვეულებრივ შემთხვევაში თქვენ გქონდეთ სასმართლოს აღიარებული საკუთრების უფლება, რომ თქვენ ხართ მესაკუთრე, მაგრამ თქვენ ვერ ისარგებლებთ ამ უფლებით და ვერ მიმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს და თქვენ დაგჭირდებათ კიდევ ერთი სასმარათლო პროცესი, რათა თქვენი საკუთრებიდან სხვა პირი გამოასახლოთ. თუ ეს შეღავათი სჭირდება სახელმწიფოს, იგივე უფლებრივ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებსაც უნდა მივცეთ საშუალება გამოსახლების ამ მეთოდით ისარგებლოს", - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მთავარი იურისტი, თეო ზაქარაშვილი.
"აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ’’ კანონში ცვლილებების პროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა.
მერვე მოწვევის პარლამენტის მიერ გაუქმებული ე. წ საპოლიხცოო გამსოახლების წესის აღდგენაზე ასე პირდაპირ მეცხრე მოწვევის პარლმენტი არ მუშაობს, მაგრამ როგორც რამდენიმე დღის წინ ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრუკებელმა "საქმის კურსს" განუცხადა, აპარატი საპოლიციო გამოსახლების წესის ალტერნატივაზე მუშაობს, რომელსაც პირველ რიგში მთავრობას გააცნობენ.

























