არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" მიაჩნით, რომ არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ უკანონო შემოწირულობის ფაქტები დაფიქსირდა. ორგანიზაციაში კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობენ. დასახელებულია, რამდენიმე არაოფორმალური საზოგადოებრივი მოძრაობა "მე ვიცავ თავისუფლებას", "არა მიშას, არა ნაცებს", "არა ნაციზმს" და სხვა, რომელთა სააგიტაციო საქმიანობაშიც არასამთავობო ორგანიზაცია შემოწირულობის ნიშნებს ხედავს.
ასევე უკანონო შემოწირულობად აფასებენ, მმართველის პარტიის- "ქართული ოცნების“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩენილ სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო დასპონსორებულ რეკლამებს.
ორგანიზაციის ანგარიში, ასევე ყურადღება გამახვილებულია "პატრიოტთა ალიანსის" დანახარჯებზე, რომელიც მათ გასწიეს, გრიგოლ ვაშიაძის კანდიდატურის დისკრედიტაციის მიზნით დაბეჭდილ სააგიტაიო მასალაზე და დანახარჯებზე, რომელიც გასწიეს ფართომასშტაბიანი სააგიტაციო დემონსტრაციების გასამართავად.
""საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ დახარჯა ფინანსური და მატერიალური რესურსი, რაც უკანონო შემოწირულებად უნდა ჩაითვალოს", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში.