მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TI: ტენდერების წესში ცვლილებამ ბოროტი ტრადიცია არ უნდა დაინერგოს და სახელმწიფო უწყებები უტენდერო შესყიდვებზე არ უნდა გადავიდნენ

5881dea3211e4
სალომე მეცხვარიშვილი
20.01.17 14:15
1745
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესაძლო გაუქმებას დადებითად ხვდება, თუმცა, გარკვეულ რისკებსაც ხედავს.

როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" ორგანიზაციის წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ გამარტივებული ელექტროული ტენდერების გაუქმებამ კიდევ უფრო ბოროტი ტრადიცია არ დაინერგოს და სახელმწიფო უწყებები უტენდერო შესყიდვებზე არ გადავიდნენ.

"ვეთანხმებით ამ ცვლილებას და ვფიქრობთ, რომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერების ჩატარება პრობლემა იყო მცირე დროის გამო, თუმცა, მთავარი საკითხი არის ის, რომ ამან არ უნდა გამოიწვიოს ტენდერის გარეშე შესყიდვების რაოდენობის ზრდა. ისე უნდა მოხდეს ამ პრაქტიკის დანერგვა, რომ შემსყიდველებმა არ შეამცრონ ტენდერეზე მიმართვა და არ გამოიყენონ ის გამონაკლისები, რომელიც კანონში არსებობს უტენდერო შესყიდვებთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ შესყიდვების სააგენტომ გამართოს კონსულტაციები ბიზნესთან და ინსტრუქციები მისცეს შემსყიდველებს, არ გადაერთონ ტენდერების გარეშე შესყიდვებზე, რადგან ტენდერი არის ყველაზე კონკურენტუნარიანი გზა შესყიდვებისა“,- აცხადებს ლევან ნატროშვილი.

მისი თქმით, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ძალიან მცირე ვადა ეძლეოდათ პრეტენდენტებს მომსახურების მისაწოდებლად.

"ეს ტოვებდა სერიოზულ ხვრელს და მოტივაციას აძლევდა შემსყიდველს, თუ ექნებოდა კორუფციული გარიგების შესაძლებლობა, ამ გზით განეხორციელებინა",- აცხადებს ლევან ნატროშვილი.

ორგანიზაციას მოსწონს ასევე ცვლილება, რომლის მიხედვითაც კომპანიებს ტენდერის გასაჩივრების შემთხვევაში 100-დან 500-ლარამდე ბაჟის გადახდა მოუწევთ. ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ დავების საბჭო ძალიან გადაიტვირთა, რის გამოც გარკვეული გონივრული ბარიერების შემოღება აუცილებელი იყო.

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდის. კანონოპროექტი ითვალისწინებს გამარტივებული ელექტრობული ტენდერების გაუქმებას, ასევე 100-დან 500-მდე ლარის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტენდერს გაასაჩივრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები