მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიანეთის მუნიციპალიტეტში საწვავს - 5-ის ნაცვლად, 44 ავტომანქანაზე გასცემდნენ

5c238f8a562fb
თამუნა დემეტრაშვილი
26.12.18 19:34
765
2016-2017 წლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, საწვავს - 5-ის ნაცვლად 44 ავტომობილზე გასცემდნენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში, ჯამში, გაცემულია 59 ტონამდე საწვავი, ღირებულებით - 96 ათასი ლარი.

„საწვავი გამოეყოფოდა გამგეობის სამსახურის უფროსებს, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, საკრებულოს წევრებს, გამგებლის წარმომადგენლებს და სხვა.

მუნიციპალიტეტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებით”, - ასკვნიან აუდიტის სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომელთა რაოდენობიდან გამომდინარე და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კრიტერიუმებით, თიანეთის მუნიციპალიტეტისთვის რეკომენდირებული იყო 5 ავტომანქანა, თუმცა რეალურად განკარგავდნენ 7 სამორიგეო და 2 განპიროვნებულ ავტომანქანას, რასაც ათობით საჯარო მოხელის საკუთრებაში მყოფ მანქანაზე გაცემული საწვავიც ემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები