მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიანეთის მუნიციპალიტეტში სტუმრებს რესტორნებში, თვეში საშუალოდ 2-3-ჯერ მასპინძლობდნენ

5c238640de541
თამუნა დემეტრაშვილი
26.12.18 18:45
946
თიანეთის მუნიციპალიტეტი, რაიონში ჩასულ სტუმრებს კვების ობიექტებში თვეში, საშუალოდ 2-3-ჯერ მასპინძლობდა.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში, წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით 47 ათას ლარამდეა დახარჯული, რაც თითქმის მთლიანად ოფიციალური სტუმრების კვების ობიექტებში გამასპინძლებას მოხმარდა.

,,მათ შორის, მნიშვნელოვანი თანხებია დახარჯული სახელმწიფო უწყებების თანამდებობის პირების კვების ორგანიზებისათვის. კერძოდ, წარმომადგენლობითი ხარჯები გაწეულია სხვადასხვა სამინისტროსა და ორგანიზაციის წარმომადგენლების, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატის, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და სხვა ოფიციალური პირების სტუმრობისას“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

ამასთან აღსანიშნავია, რომ მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ მოიპოვა ინფორმაცია, მიღებული სტუმრების რაოდენობისა და ეტიკეტის შესაბამისად, დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ.

,,აუდიტის ჯგუფი ვერ გამოთქვამს მოსაზრებას, რამდენად აუცილებელი იყო თიანეთის მუნიციპალიტეტის საჭიროებისათვის 2016-2017 წლებში საშუალოდ თვეში 2-3-ჯერ კვებითი მომსახურების ორგანიზება და რამდენად მიზანშეწონილია ამ მიზნით 46.5 ათასი ლარის წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

აუდიტის სამსახური, თიანეთის მუნიციპალიტეტსს მოუწოდებს, შეიმუშაოს წესი და წარმომადგენლობით ხარჯები ეკონომიურად და გამჭვირვალედ გასწიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები