მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიანეთის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებზე 85 ათას ლარი ხარჯების დადასტურების გარეშე გაიცა

5c2396e046092
თამუნა დემეტრაშვილი
27.12.18 09:34
757
თიანეთის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებზე, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული თანხები, დასაბუთების გარეშე გაიცა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში, სათანადო დოკუმენტაციის გარეშე 85 ათას ლარზე მეტი ხარჯია გაწეული.

კანონის მიხედვით, საკრებულოს არათანამდებობის პირებს, ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ აუნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, როგორიცაა საკრებულოსა და კომისიის სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩეველთან შეხვედრების და სხვა დანახარჯები.

შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ამ ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

,,მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. თანხების გაცემის საფუძველია, საკრებულოს მომართვა საკრებულოს წევრზე ანაზღაურების გაცემის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები არ აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის კრიტერიუმს“, - აღნიშნულია აუდიტის დოკუმენტში.

გარდა ამისა, დამატებით ფინანსდებოდა საწვავისა და კომუნიკაციის ხარჯიც. აუდიტის მონაცემებით, საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებზე 2016-2017 წლებში გაცემული იყო 8,5 ათასი ლიტრი საწვავი, რომლის ღირებულებაც 13 ათას ლარს აჭარბებდა და 3 ათასი ლარი, სატელეფონო ხარჯის სახით.

აუდიტის სამსახური მოუწოდებს თიანეთის მუნიციპალიტეტს, არ დაუშვას დაუსაბუთებელი ხარჯების გაწევა და საკუთარი გადაწყვეტილებები კანონთან შესაბამისობასი მოიყვანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები