თიანეთში გზის რეაბილიტაციაზე 4 მილიონზე მეტი დაიხარჯება
ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით თიანეთის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაციაზე 4,1 მილიონი ლარი დაიხარჯება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, გათვალისწინებულია სოფლების - ნადოკრასა და ხევსურთსოფელის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის მოწესრიგება. პროექტის მიხედვით, უნდა მოხდეს გზის მოასფალტება, ეზოში შესასვლელებისა და მიერთებების მოწყობა, ასევე ერთი ხიდის შეკეთება. სატენდერო წინადადებების წარდგენა 19 აპრილიდან იწყება, სამუშაოები კი გამარჯვებულმა 10 თვეში უნდა დაასრულოს.