მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი AmCham-ისა და Mac Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია

თიბისი მეორე წელია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს სასტიპენდიო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია. პროგრამის ფარგლებში, კიდევ 10 სტუდენტი მიიღებს უმაღლეს განათლებას საქართველოს უნივერსიტეტებში. სტიპენდიატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, წარმოადგენენ ოჯახებს, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ. სტუდენტები მათი სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე შეირჩნენ. ორი წლის განმავლობაში, პროგრამაში ჯამში 60-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები