მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას იწყებს - ისწავლე და იმუშავე სფეროს წამყვან პროფესიონალებთან

TBC
24.09.25 15:58
1652

თუ ხარ მე-3 - მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, ხარ ცნობისმოყვარე და ღია ახალი შესაძლებლობებისთვის, ხარ გამბედავი და მოუსვენარი, გაქვს ინოვაციური იდეები და გსურს, მონაწილეობა მიიღო ისეთი პროდუქტების შექმნაში, რომლებიც ადამიანების ცხოვრებას ამარტივებს, მაშინ თიბისის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, სწორედ, შენთვისაა.

თიბისი გაძლევს შანსს, გაიარო სტაჟირება რეგიონის წამყვან, ყველაზე მსხვილი ფინანსური სერვისების მიმწოდებელ კომპანიაში, სადაც შეიძენ ისეთ უნარებს, რომლებიც მომავალში აუცილებლად გამოგარჩევს დასაქმების ბაზარზე სხვა კანდიდატებისგან.

გაეცანი მიმართულებებს:

  • AI და მონაცემთა მმართველობა;
  • საცალო, მცირე და საშუალო საბანკო ბიზნესის ფინანსების მართვა;
  • ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი;
  • CB - სხვილი კორპორატიული ბიზნესების ანალიტიკა;
  • საინვესტიციო საბანკო ბიზნესი - TBC Capital
  • გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხები( ESG);
  • ბიზნესი Agile – საბანკო პროდუქტების და სერვისების განვითარება;
  • შესაბამისობის რისკის მართვა - Compliance;
  • კორპორატიული ბიზნესის საკრედიტო რისკების მართვა;
  • ადამიანური კაპიტალის მართვა;
  • იურიდიული მიმართულება;

გადადი ბმულზე - https://tbcbank.ge/ka/internship-program, სრულყოფილად შეავსე აპლიკაცია და გაიარე შერჩევის სტანდარტული პროცესი.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი.

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერე - [email protected]

შენ ჩაერთვები 6-12 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში; გექნება შენზე მორგებული, უნივერსიტეტთან შეთავსებადი სამუშაო გრაფიკი და გეყოლება მენტორი, რომელიც იზრუნებს შენს ყოველდღიურ საქმიანობასა და განვითარებაზე.

ჩვენ მხარს გიჭერთ განვითარებასა და მიზნების მიღწევაში - შენ იცი, მთავარია გჯეროდეს!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები