მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი აქციონერებისთვის დივიდენდების გადასახდელად ემზადება

627e89b37fd41
ნინო ტაბატაძე
13.05.22 21:00
5485
თიბისი ბანკი აქციონერებისთვის საბოლოო დივიდენდის გადასახდელად ემზადება.

თუკი აქციონერები მენეჯმენტის გეგმას დათანხმდებიან, ბანკს საბოლოო დივიდენდის სახით 119,13 მლნ ლარის გადახდა მოუწევს. მთლიანობაში 2021 წლის ჯამური დივიდენდი (შუალედური+ საბოლოო) 201,87 მლნ ლარის ექვივალენტი იქნება.

თიბისის მენეჯმენტი აქციონერებს სთავაზობს საბოლოო დივიდენდის სახით თითო აქციაზე 2.16 ლარის გადახდა მოხდეს. თიბისის 55,155,896 აქცია აქვს გამოშვებული, შესაბამისად აქციონერები ჯამში 119.1 მილიონს მიიღებენ.

დივიდენდის გადახდა 15 ივლისს მოხდება, თუმცა ანგარიშსწორებისას 24 ივნისს დაფიქსირებული ლარი/ფუნტი სტერლინგის გაცვლითი კურსი იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის სექტემბერში თიბისიმ აქციონერებს შუალედური დივიდენდის სახით 1.5 ლარი გადაუხადა. ჯამში, 2021 წლის მოგებიდან აქციონერები თითო აქციაზე 3.66 ლარს იღებენ.

თიბისის კაპიტალიზაცია ამჟამად 733.57 ფუნტია. ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 13.3 ფუნტად ივაჭრება. აქციების 74.6% თავისუფალ მიმოქცევაშია, 5.1% EBRD-ს ეკუთვნის, 2.9% -  მენეჯმენტს, 2.8% -  IFC-ის 14.6% დამფუძნებელ აქციონერებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები