მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისი ბანკი" პროკურატურას პასუხობს - რა დოკუმენტების ამოღებაზეა საუბარი?

5c35b1705d828
თელარა გელანტია
09.01.19 12:27
1337
„თიბისი ბანკი“ მთავარ პროკურატურას პასუხობს.

„თიბისი ბანკის“ განცხადებით, „საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას“.

ასე პასუხობს „თიბისი ბანკი“ პროკურატურის მიერ გუშინ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

· არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს;

· არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;

· ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

თიბისი ბანკი ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები