მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი ბანკი დეპოზიტების და სესხების მიხედვით ქართულ ბაზარზე N1 ბანკი ხდება

57d69b039c29b
BM.GE
12.09.16 16:07
3325
თიბისი ბანკი დეპოზიტების და სესხების მიხედვით ქართულ ბაზარზე N1 ბანკი ხდება. ბანკის ინფორმაციით, თიბისი ჯგუფმა და ფრანგულმა “სოსიეტე ჟენერალმა“ შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს და რესპუბლიკა ბანკის აქტივების 93%-ზე მეტის მფლობელი თიბისი ბანკი გახდა.

თიბისი ბანკი რესპუბლიკას წილს 315 მილიონ ლარად ყიდულობს. თანხის 70% ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხდება, ხოლო 30% თიბისი ბანკის ახლადგამოშვებული აქციებით.

თიბისი ბანკის ბაზრის წილი მთლიან სესხებში იზრდება 7,3%-ით და აღწევს 35,7%-ს, ხოლო დეპოზიტებში იზრდება 5,3%-ით და შეადგენს 34,5%-ს. ბანკის კლიენტების რაოდენობა 2 მილიონს მიაღწევს. ფილიალების რაოდენობა გაიზრდება 170-მდე, ბანკომატების კი 517-მდე.

რესპუბლიკას დარჩენილი 6,3%-ის შესყიდვაზე თიბისიმ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ბანკი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმების მიღწევას ოქტომბრის ბოლოს ელოდება.

„სოსიეტე ჟენერალი“ თიბისი ბანკის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი ხდება, კერძოდ 5,4% წილის მფლობელი.

როგორც თიბისი ბანკში განმარტავენ, ბანკი „რესპუბლიკას“ შესყიდვას რამდენიმე წელია განიხილავს.

ბანკი რესპუბლიკას ფილიალების ოპტიმიზაცია შესაძლოა მოხდეს მაქსიმუმ 5%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები