მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი ბანკი კიდევ ერთი ბანკის პორტფელის ყიდვას გეგმავს

57d6adad7848d
BM.GE
12.09.16 17:12
6072
"თი ბი სი'' ბანკი კიდევ ერთი ბანკის აქტივების შეძენას გეგმავს.

"წლის ბოლომდე კიდევ ვგეგმავთ ერთ-ერთი ქართული ბანკიდან შესაბამისი პორტფელებისა და ვალდებულებების შეძენას", - განაცხადა თი ბი სი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტან ბუცხრიკიძემ. ბუცხრიკიძეს არ დაუკონკრეტებია რომელ ბანკზეა საუბარი, თუმცა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე "თი ბი სი" ბანკი მოლაპარაკებებს აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკმა ბანკი რესპუბლიკას 93% 315 მილიონად შეიძინა, დარჩენილ წილს კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან თიბისი ოქტომბრის ბოლომდე გამოისყიდის. ბანკი ასევე ყიდულობს პროგრეს ბანკის პასივებისა და აქტვების შერჩეულ ნაწილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები