მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისი ბანკი" მთის კურორტების განვითარების პროექტებში რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

584a86547857e
ელენე გოგბერაშვილი
09.12.16 14:25
2425
"თიბისი ბანკი" მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხადასაჭერას, 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში განახორციელებს. თანამშრომლობა სამთო კურორტებზე გადახდის ინოვაციური სისტემების შექმნას და ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. "თი ბი სი ბანკის" მხარდაჭერით ყველა ზამთრის კურორტზე გაუმჯობესდება გადახდის სისტემა და ხელმისაწდომი იქნება ახალი ბარათები (Multi Card), როელიც საშუალებას მისცემს საბაგიროთი მოსარგებლე ადამიანებს დინსტანციურად - ინტერნეტბანკით, ბარათით ან ფეიბოქსით შეიძინონ საბაგიროს ბილეთები.

თიბისი ბანკი პროექტში რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ინვესტიციას განახორცილებს. გარდა ამისა, 5 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში "თი ბი სი ბანკი" ხელს შეუწყობს მთის კურორტებზე მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს მომხმარებლისთვის მოქნილი სერვისების შეთავაზებას.

შეგახსენებთ, რომ წელს ზამთრის კურორტზებზე ერთდროულად აშენდა 9 ახალი საბაგირო, მათ შორის 3 გუდაურში. სეზონი ბაკურიანის, გუდაურისა და გოდერძის კურორტებზე 10 დეკემბერს იხსნება. თეთნულდში 24 დეკემბერს, ხოლო ბაკურიანი -მიტარბის კურორტი 25 დეკემბერს გაიხსნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები