"თიბისი ბანკი" ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანიისგან 55 მილიონი დოლარის რესურსს მიიღებს. აღნიშნული რესურსით თიბისი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს დააფინანსებს. სასესხო ხელშეკრულების მიხედვით, "თიბისი ბანკი" მიიღებს 25 მილიონ დოლარს 7 წლის ვადით ხოლო თიბისის შვილობილი კომპანია ბანკი რესპუბლიკა 30 მილიონ დოლარს 5 წლის ვადით.
ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ბანკია, რომელიც ხელს უწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებში. კომპანია ძირითადად აქცენტს აკეთებს სამ სექტორზე: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრო ბიზნესი.

























