მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი ბანკი რესპუბლიკას შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

57d2549e49254
BM.GE
09.09.16 10:14
2936
"თიბისი ბანკი" ადასტურებს რომ განიხილავს ბანკი რესპუბლიკის შესყიდვას. თუმცა ასევე აღნიშნავს რომ მოლაპარაკების პირობები განხილვის პროცესშია.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ბანკმა "რესპუბლიკამ" გაავცრელა ინფორმაცია, რომ ჯგუფმა "სოსიეტე ჟენერალმა“ წინასწარი შეთანხმება დადო ჩინურ სავაჭრო და ინდუსტრიულ ჯგუფ შპს ხინჯიანგ ჰუალინგთან (ჰუალინგ ჯგუფი) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საქართველოში მის ფილიალში - ბანკ რესპუბლიკაში აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვის შესახებ.

როგორც ბანკში აღნიშნავდნენ, ტრანზაქციის პირობების თანახმად, ჰუალინგ ჯგუფი მოახდენდა ბანკ რესპუბლიკის შერწყმას მის მფლობელობაში მყოფ ბაზისბანკთან და შექმნიდა უნივერსალურ ბანკს, რომელიც ბაზარზე მესამე ადგილის დამკვიდრებას აპირებდა „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები