მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისი ბანკი" რუსეთის ავიასანქციების შემდეგ ტურიზმის სექტორს მხარდაჭერას სთავაზობს

5d0e7d40478cb
დავით ჯალაღონია
22.06.19 23:10
1832
რუსეთის მიერ საქართველოსთვის ავიამიმართულებით დაწესებული სანქციების გამო "თიბისი ბანკი" ტურიზმის სექტორში მომუშავე ქართულ კომპანიებს მიმართავს.

"თიბისი ბანკი" ეხმაურება რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას საქართველოში 8 ივლისიდან რუსული ავიაკომპანიების ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოკლევადიან პერპექტივაში უარყოფითად აისახოს ტურიზმში მომუშავე ქართული კომპანიების საქმიანობაზე.

"თიბისი ბანკი" მზად არის თითოეულ კლიენტთან და პარტნიორთან, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში საქმიანობს, ინდივიდუალურად იმუშაოს და მათ საჭიროების მიხედვით მხადაჭერა გაუწიოს.

შესაბამისი შეხვედრები ბანკში ორშაბათიდან, 24 ივნისიდან დაიწყება", – ნათქვამია "თიბისი ბანკის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს – საქართველოში, ქართულ ავიაკომპანიებს კი რუსეთში ფრენები ეკრძლებათ. ეს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები