მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდა

5bf7f07096964
BM.GE
23.11.18 16:19
603
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა, „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.

აღიარება თიბისი ბანკმა პერსონალური მომსახურების სფეროში მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და საუკეთესო საბანკო სერვისების შეთავაზებისთვის მიიღო.

„საამაყოა ასეთი საერთაშორისო დონის ორგანიზაციებისგან საპატიო ჯილდოს მიღება. ეს ჯილდო დასტური იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას და მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ფინანსური ჟურნალების, „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) ჯილდო ყოველწლიურია და ის საბანკო სექტორის იმ ლიდერ კომპანიებს გადაეცემათ, რომლებიც ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ და მაღალი ხარისხის პერსონალური საბანკო მომსახურებით გამოირჩევიან.

თიბისი ბანკი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის უკვე მეოთხედ დაჯილდოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები