მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი ბანკის არხებით უნაღდო დანახარჯები თებერვალში 20%-ით გაიზარდა - TBC Capital

სურსათი

მიმდინარე წლის თებერვალში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 20% და 19%-ით გაიზარდა.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, დანახარჯებში ყველაზე დიდი წილი სურსათზე მოდის. 2026 წლის თებერვალში თიბისი ბანკის არხებით სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 29%-იანი წილი, ხოლო რესტორნებში დანახარჯებმა 16%-იანი წილი დაიკავა.

სექტორული ანალიზი:

  • სურსათი: სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 10% შეადგინა.

  • სასტუმროები: ამ სექტორში უნაღდო დანახარჯების უდიდეს წილს არარეზიდენტები იკავებენ. 2026 წლის თებერვალში სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 30%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯმა კი 421 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, სასტუმროების ჯამურ უნაღდო დანახარჯებში რეზიდენტებისა და არარეზიდენტების წილმა 17% და 83% შეადგინა.

რეზიდენტების დანახარჯებში სასტუმროებში წლიურად 12%-ით გაიზარდა, საშუალო მაჩვენებელი კი 164 ლარს გაუტოლდა. არარეზიდენტების ხარჯები კი გასული წლის თებერვალთან შედარებით 34%-ით გაიზარდა, საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ კი 621 ლარი შეადგინა.

რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 34%-ით გაიზარდა, საშუალო ტრანზაქციის მოცულობა კი 36 ლარს გაუტოლდა. რეზიდენტების ხარჯები რესტორნებში 25%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე კი 27 ლარი იყო. არარეზიდენტების დანახარჯები წლიურ ჭრილში 59%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯი კი 126 ლარს გაუტოლდა.

სხვა კატეგორიები:

  • ტანსაცმელი და აქსესუარები: უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯმა კი 106 ლარი შეადგინა.

  • საწვავი: დანახარჯები წლიურად 16%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯმა კი 51 ლარი შეადგინა.

  • მანქანის შეკეთება: უნაღდო დანახარჯები წლიურად 11%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯი კი 39 ლარს გაუტოლდა.

  • ფარმაცია: დანახარჯები 14%-ით გაიზარდა 2025 წლის თებერვალთან შედარებით, საშუალო დანახარჯმა ერთ ტრანზაქციაზე კი 27 ლარი შეადგინა.

  • პირადი ჰიგიენა: უნაღდო დანახარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა, საშუალო დანახარჯი კი 82 ლარი დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები