მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი ბანკის ჯგუფი EBRD-სა და IFC-ის მხარდამჭერი განცხადებებისთვის მადლობას უხდის

5d3ad901b4289
შოთა ტყეშელაშვილი
26.07.19 14:43
1029
თიბისი ბანკის ჯგუფმა ლონდონის საფონდი ბირჟაზე ახალი განცხადება გამოაქვეყნა. ბანკი მადლობას უხდის და მიესალმება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ თიბისი ბანკის ჯგუფის შესახებ გავრცელებულ მხარდამჭერ განცხადებებს. 

განცხადებას თან თიბისი ბანკის CEO-ს ვახტანგ ბუცხრიკიძის კომენტარი ახლავს, რომელიც ამბობს, რომ ბანკს ამ ინსტიტუტებთან ორ ათეულ წლიანი ურთიერთობა აკავშირებს. 

"ჩვენი ურთიერთობა IFC-სა და EBRD-თან ორ ათეულ წელს ითვლის, მათი მხარდაჭერა და თანამშრომლობა თიბისი ბანკის წარმატებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. ჩვენ მივესალმებით მათ მიერ ბოლო პერიოდში ბანკის მხარდაჭერის შესახებ გავრცელებულ განცხადებებს", - - აცხადებს ბუცხრიკიძე.

ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ბანკი მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებაზე არის ორიენტირებული. 

შეგახსენებთ, რომ EBRD-მა და IFC-მ სპეციალური განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ მათ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდიარე საქმეების სამართლიანი და გამჭვირვალე განხილვის იმედი აქვთ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები