მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ბანკის ჯგუფის განცხადება სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების შესახებ

603ca6e657d7c
BM.GE
01.03.21 12:31
944
თიბისი ბანკის ჯგუფი სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) გაცნობებთ, რომ თიბისი ბანკის ჯგუფის და სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი არნე ბერგრენი. ნიკოლოზ ენუქიძე გადადგა თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC PLC) და სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციებიდან.

ნიკოლოზ ენუქიძე განაგრძობს მოვალეობების შესრულებას, როგორც თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC PLC) სამეთვალყურეო საბჭოს არა-აღმასრულებელი დირექტორი და სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თუმცა ადასტურებს, რომ 2021 წლის წლიურ აქციონერთა კრებაზე აღარ წამოაყენებს თავის კანდიდატურას სამეთვალყურეო საბჭოზე დასამტკიცებლად. გაერთიანებული სამეფოს კორპორატიული მმართველობის კოდექსის შესაბამისად, თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო მის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ენუქიძეს აღარ მიიჩნევს დამოუკიდებელ წევრად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი, თავმჯდომარის გამოკლებით, დამოუკიდებელი არა-აღმასრულებელი დირექტორები არიან გაერთიანებული სამეფოს კორპორატიული მმართველობის კოდექსის შესაბამისად.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ასევე ადასტურებს, რომ არნე ბერგრენი დატოვებს სამეთვალყურეო საბჭოს აუდიტის კომიტეტის წევრის და რისკების კომიტეტის თავმჯდომარისა და წევრის პოზიციებს.

აბჰიჯიტ აკერკარი დროებით დაინიშნა სამეთვალყურეო საბჭოს რისკების კომიტეტის თავმჯდომარედ.

ცირა კემულარია დროებით არჩეულ იქნა უფროს დამოუკიდებელ დირექტორად, როგორც თიბისი ბანკის ჯგუფის (TBC PLC), ასევე სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში.

ასევე, ნიკოლას ჰააგი და ერიკ რაჯენდრა ადასტურებენ, რომ 2021 წლის წლიურ აქციონერთა კრებაზე აღარ წამოაყენებენ თავიანთ კანდიდატურებს სამეთვალყურეო საბჭოზე დასამტკიცებლად. ისინი დარჩებიან თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს არა-აღმასრულებელ დირექტორებად და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად 2021 წლის აქციონერთა კრების ჩატარებამდე.

ყველა სხვა დირექტორი (არნე ბერგრენი, მარია ლუიზა ჩიკონიანი, აბჰიჯიტ აკერკარი, ცირა კემულარია და ვახტანგ ბუცხრიკიძე) ადასტურებს, რომ მომდევნო წლის წლიურ აქციონერთა კრებაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებენ.

ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის ნიკოლოზ ენუქიძეს მისი შეტანილი წვლილისთვის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობისას და ულოცავს არნე ბერგრენს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციის დაკავებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები