"თიბისი ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაციამ LSE-ზე 1 კვირაში 37 მლნ ფუნტით მოიმატა
გასული კვირა ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკისთვის" საკმაოდ წარმატებული გამოდგა. კომპანიის 144,208 აქცია 2 მილიონ 132 ათას ფუნტ სტერლინგად გასხვისდა და "თიბისი ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაციამ 834 მილიონი ფუნტი შეადგინა, რაც წინა კვირასთან შედარებით 37 მილიონით მეტია.
276,981 ერთეულ "საქართველოს ბანკის" აქციაზე დაიდო გარიგება, რომლის ჯამური ღირებულება 4.6 მილიონი ფუნტი იყო. ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე 831 მილიონი ფუნტით არის შეფასებული.
Georgia Capital-ის 711,477 აქცია თითქმის 8 მილიონ ფუნტად გასხვისდა. რაც შეეხება "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს", მისი 53,000 აქცია 100,789 ფუნტად გაიყიდა. ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია 269 მილიონ ფუნტს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ "თიბისი ბანკის" თითო აქციის ფასი 1 კვირაში 1 ფუნტით არის მომატებული და 15.38 ფუნტ-სტერლინგს შეადგენს. "საქართველოს ბანკის" 1 აქცია 16.9 ფუნტი ღირს, Georgia Capital-ის – 11.3, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" თითო ფასიანი ქაღალდი კი – 2.05 ფუნტი.