"თიბისი ბანკის" საქმეზე მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა.
საგამოძიებო უწყებაში ბრიფინგი 14:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროკურორმა, მოსამართლის თანდასწრებით, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამოკითხა. კითხვები მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხებოდა, რომლის თანახმად, მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. აღნიშნული წერილი საჯარო ამ დრომზე არ არის.

























