მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისი ბანკის" საქმეზე ყველა ინსტიტუტის მხრიდან პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას ჰქონდა ადგილი"

5cab293def7e7
ლიკა გურაბანიძე
08.04.19 14:56
842
„ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას განცხადებით, „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებთან დაკავშირებით, ყველა ინსტიტუტის მხრიდან პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას ჰქონდა ადგილი.

ამის შესახებ ბოკერიამ პარლამენტის დღევანდე რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა გაგრძელდა.

„ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის და პირადად ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის, ის, რაც აქ მოვისმინეთ, (იგულისხმა პარლამეტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლა) იყო კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებთან დაკავშირებით, ყველა ინსტიტუტის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას აზრით, „თიბისი ბანკის“ საქმეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ემსახურებოდა.

„თუ შესაძლებელია, ასე უტიფრად ერთი კაცის (იგულისხმა ივანიშვილი) და სახელმწიფო მანქანის დაკვეთით კონკრეტულ კომერციულ სტრუქტურებს და მის ხელმძღვანელებს გაუსწორდნენ, ხოლო ყველა ინსტიტუტი ამას მოემსახუროს, ეს ქვეყნისთვის პრობლემაა“, - აღნიშნა ბოკერიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები