“ყველა ინსტიტუციური აქციონერი თიბისი-ში მათ შორის, თიბისი-ს მენეჯმენტი თანხმდება იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა რა სანქციებიც გამოიყენა ლეგიტიმური იყო,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თიბისი ბანკთან დაკავშირებით შეთანხმება ეროვნულ ბანკს და თიბისი ბანკს შორის მოხდა.
“ეს შეთანხმება მისი ყველა ინსტიტუციური ინვესტორის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან გაზიარებულია. ეროვნულმა ბანკმა რა ნაბიჯიც გადადგა მას ყველა დაეთანხმა ეს იყო ლეგიტიმური ნაბიჯი,“ - განაცხადა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძემ უპასუხა დეპუტატ გიგა ბოკერიას, რომელმაც კითხვა სწორედ თიბისი ბანკზე დასვა.
“ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის - "თიბისი ბანკის" აქციების ფასი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატ გიგა ბოკერიას მიერ „თიბისი ბანკთან" დაკავშირებით დასმულ კითხვას.
"კითხვის შინაარსი მოიცავს პოლიტიკურ სპეკულაციას. იყო კონკრეტული შემთხვევა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, ეს არ არის დავის საგანი. ამას მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელიც გამომდინარეობს ამ საქმიდან. ყველაზე ობიექტური შემფასებელი იქნებით არა თქვენ, რომელიც დაინტერესებული მხარე ხართ და ცდილობთ, პოლიტიკური ელფერი მისცეთ ამ საკითხს, ან შეიძლება დამცველი ხართ, ობიექტური შემფასებელი არის სისტემური ბანკის - "თიბისი ბანკის" აქციების ფასი. შეამოწმეთ და ნახეთ, როგორ უყურებენ აქციონერები საქართველოში "თიბისი ბანკთან" დამოკიდებულებას და საინვესტიციო გარემოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

























