მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი ბიზნესის და გაუს სტარტაპკურსის გამარჯვებულები ცნობილია

60dc5fceb257b
ინგა მურუსიძე
30.06.21 19:45
420
"თიბისი ბიზნესის" ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სტარტაპის განვითარების კურსი დასრულდა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

როგორც bm.ge-ს "თიბისი ბანკის" პრესსამსახურიდან აცნობეს, გამარჯვებული გუნდის წევრები - ილია დანელია, ელდარ ჯიქია, დავით ბუჩუკური GAU-ს ბიზნესის სკოლის I კურსის სტუდენტები არიან. ისინი მათთვის სასურველი მიმართულებით თიბისიში 6-თვიან სტაჟირებას გაივლიან.

"8-კვირიანი სასწავლო კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხებოდა – იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე. კურსის მიზანი სტუდენტებში სტარტაპ კულტურის დამკვიდრება იყო.

კურსის განმავლობაში ლექციებს, ძირითადად, თიბისის თანამშრომლებისგან შემდგარი სპიკერების გუნდი კითხულობდა. კურსის მონაწილე სტუდენტები ინდივიდუალურად იღებდნენ რჩევებს და მათ მენტორობას უწევდნენ ამ სფეროს წარმატებული ადამიანები. კურსის დასკვნით ეტაპზე კი, გაიმართა დემო დღე, სადაც მონაწილე გუნდებმა ჟიურის წინაშე ფინალური პრეზენტაციები წარადგინეს.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი და ლაშა ყანჩაველი, ასოცირებული პარტნიორი თიბისის ციფრული სევრისების განვითარების გუნდიდან", - ნათქვამია "თიბისის" ინფორმაციაში.  

„ძალიან სასიხარულოა, რომ თიბისის სტარტაპერმა გაუსთან ერთად უკვე მეორედ, წარმატებით ჩაატარა ეს კურსი. კურსის მიზანი იყო, რომ სტუდენტებისთვის ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიგვეცა. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ველოდებით მათ ამჯერად უკვე თიბისიში,“ - განაცხადა თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორმა გვანცა მურღვლიანმა.
 
სტარტაპკურსი პირველად 2018 წელს ჩატარდა, 2020 წელს კოვიდსიტუაციის გამო კურსები არ გამართულა. თიბისი ბიზნესის მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დააინტერესოს სტარტაპკულტურით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები