რუბრიკის ფარგლებში, რომელსაც თიბისი ბიზნესისთვის - ერთად წარმოგიდგენთ, გაგაცნობთ კომპანიას, რომლის დებიუტი თბილისში 2018 წელს შედგა და ქალაქს გააცნო სრულიად განსხვავებული პან-აზიური სამზარეულოსა და იზაკაიას კულტურა. საუბარია ფეფერბოიზე. რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც ამ მიმართულების გზამკვლევი. ბრენდმა მონეტიზაცია გაუკეთა ისეთ კერძებს, როგორიც არის ტრადიციულად ფერმენტირებული კორეული კიმჩი, ტკბილ-ცხარე ქათმის ფრთები, ვიეტნამური ფო, იაპონური ჩიზქეიქი, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზიური სამზარეულოს ახალი სტანდარტი შემოიტანა ქალაქში. შემდეგ იყო შედარებით რთული პერიოდი, პანდემია და მისი თანმდევი კრიზისი, მაგრამ ეს პერიოდიც დასრულდა და ფეფერბოი განახლებული ხედვით და კონცეფციით დაუბრუნდა ბაზარს.
სტუმარი: თინა ხაფავა - "ფეფერბოის" თანადამფუძნებელი;