მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი და Mastercard-ი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურების მფლობელებს 29 ივლისს გამოავლენენ

64c23cc749e9d
BM.GE
27.07.23 14:00
325
29 ივლისს, თიბისი და Mastercard-ი რაგბის გათამაშების ფარგლებში, საფრანგეთში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებ 8 საგზურს გაათამაშებენ. გამარჯვებულები Mastercard-ისგან სამდღიანი საგზურით დასაჩუქრდებიან, რომელიც მოიცავს როგორც გამგზავრებას, სასტუმროს და კვებას ასევე, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებ ბილეთებს.

რაგბის კამპანიის ფინალური ეტაპი თიბისის ციფრული ბანკში შაბათს, 29 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება.

გათამაშებაში მონაწილეობას ის ადამიანები მიიღებენ, რომლებმაც 5 -დან 23 ივლისის ჩათვლით თიბისის ციფრულ ბანკში გაიაქტიურეს Mastercard რაგბის ციფრული ბარათი, დაამატეს ელექტრონულ საფულეში (Apple Pay/Google Pay) და ამავე პერიოდში, რაგბის ციფრული ბარათით თიბისის პოს ტერმინალებზე გადახდისას დახარჯეს მინიუმ 100 ლარი.

კამპანიის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია მონაწილეს განახლებული ჰქონდეს თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაცია მინიმუმ მოცემულ ვერსიამდე: Android – 6.42.4 ხოლო iOS – 4.41.0.

ფინალური ეტაპი რაგბის თემატიკაზე შედგენილ 10 კითხვას მოიცავს. კითხვებზე პასუხის გაცემა თანმიმდევრობით ხდება: იწყება პირველი კითხვიდან და ყოველი სწორი პასუხის შემდეგ, მონაწილე გადადის მომდევნო კითხვაზე. ყველა მონაწილე ბოლო კითხვაზე პასუხის გაცემისთანავე იხილავს საბოლოო რეიტინგს.

გარდა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურებისა, თამაშდება რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური მაისურები, ხელმოწერილი რაგბის ბურთები და რაგბის კეპები.

გამარჯვებულები პრიზებს ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, ინდივიდუალურად მიიღებენ.
გაიგე მეტი: https://link.tbc.ge/rugby_game 

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები