მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი და USAID-ი ტექნოლოგიური განათლებისთვის

თიბისი, USAID-თან პარტნიორობით, ტექნოლოგიებით დაინტერესებულ 18 წელს ზევით ყველა მსურველს, სრულად დაფინანსებულ, ტექ-პროგრამებს სთავაზობს. პროექტი „TBCx USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს. 25 ნოემბრის ჩათვლით რეგისტრაცია მიმდინარეობს პროგრამებზე - DevOps, Blockchain, კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული უსაფრთხოება. 27 ნოემბრიდან კი მსურველები შეძლებენ დარეგისტრირდნენ შემდეგ მიმართულებებზე: iOS Development; React; პროგრამირების საფუძვლები (Python); Advanced Python (Django). პროექტის ფარგლებში თიბისი IT აკადემიის ბაზაზე შეიქმნა iOS ლაბორატორია, რომელიც iOS Development-ით დაინტერესებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ პრაქტიკული უნარები, მიუხედავად იმისა, თავად აქვთ თუ არა ხელმისაწვდომობა საჭირო აღჭურვილობაზე. iOS ლაბორატორია აღჭურვილია 15 MAC კომპიუტერით, რომელიც ქმნის ახლა შესაძლებლობას პროექტის და კონკრეტულად iOS Development კურსის სტუდენტებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები