მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი დაზღვევის ბოტით უკვე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა შეგიძლიათ

59b1370758bff
BM.GE
07.09.17 15:47
833
თიბისი დაზღვევის ჩატბოტმა ახალი სადაზღვევო პროდუქტის დამზადება ისწავლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, ბოტთან გასაუბრებით შეუძლია ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა.

"ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო დაზღვევაა მძღოლებისათვის და იმ შემთხვევას ითვალისწინებს, როდესაც ავტომობილის მართვისას მძღოლი აზიანებს სხვის ავტომობილს, ქონებას ან ჯანმრთელობას. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ყველა ამ ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს.

ბი ბოტით ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენა ძალიან მარტივია, მხოლოდ რამოდენიმე წუთია საჭირო.

ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის სამი პაკეტია ხელმისაწვდომი, რომლებიც წლიური გადასახდელი თანხით და ასანაზღაურებელი ლიმიტით განსხვავდება;

წელიწადში 50 ლარის გადახდის შემთხვევაში ანაზღაურდება 5000 ლარი
წელიწადში 100 ლარის შემთხვევაში ანაზღაურდება 10 000 ლარი
წელიწადში 150 ლარის გადახდის შემთხევაში 25 000 ლარი

დაზღვევის შეძენა ფეისბუქ მესენჯერის ჩატიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. პოლისს მომხმარებელი ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს და მას ვადა ერთი წლის განმავლობაში ექნება.
ამ ეტაპზე ბი ბოტის საშუარებით სამოგზაურო დაზღვევის და ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის შეძენაა შესაძლებელი", - განმარტავენ თიბისი ბანკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები