თიბისი დაზღვევა და უძრავი ქონების ციფრული პლატფორმა - „ლივო“ მომხმარებელს ერთობლივ აქციას სთავაზობს. ბინის დაზღვევის შეძენა ახლა უკვე პირდაპირ livo.ge-ზე შეგიძლიათ, რა დროსაც პირველ თვეს საჩუქრად, უფასოდ მიიღებთ.
დაზღვევა განკუთვნილია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც არანაკლებ 18 წლისაა, ბინის მესაკუთრე ან მფლობელია და ვის ბინაშიც მუდმივად ცხოვრობენ.
რა შემთხვევები აგინაზღაურდებათ:
- მეზობლისგან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება
- კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით ქონების დაზიანება
- ელ. გაყვანილობის და გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლით დაზიანდა ქონება
- ხანძარი და აფეთქება
- სტიქიური მოვლენები
- ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა
- ვანდალიზმი
- გაქირავების შემთხვევაში ანაზღაურდება დამქირავებლის მიზეზით გამოწვეული დაზიანებებიც
თიბისი დაზღვევის და „ლივოს“ ერთობლივი აქცია 20 მარტამდე გაგრძელდება.