მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისი ჯგუფის" ამერიკული ჰოსპიტალის პროექტის განხორციელება იწყება

585a16df5fd62
ელენე გოგბერაშვილი
21.12.16 09:43
10705
"თიბისი ჯგუფის" პროექტი, რომელიც თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამერიკული სტანდარტების ჰოსპიტალის მშენებლობას ითვალისწინებს, განხორციელების ეტაპზე გადადის. როგორც "თიბისი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, ტენდერის შედეგად მათ უკვე შეარჩიეს ამერიკული კომპანია, რომელიც ჰოსპიტალის მენეჯმენტს გაახორციელებს.

"საკმაოდ დიდი და ცნობილი კომპანიაა. ახლა ვჯერდებით საბოლოო ციფრებზე და ბიზნეს გეგმის მონაცემებზე. ალბათ, იანვრიდან გვექნება ის მდგომარეობა, რომ გამოვაცხადებთ ვინ იქნება ჩვენი ძირითადი პარტნიორი ამ პროექტში. ჩვენი ამოცანა არის, რომ შევთავაზოთ ქართველ მომხმარებელს ძალიან მაღალი დონის ამერიკული დონის სამედიცინო მომსახურება", - აცხადებს მამაუკა ხაზარაძე.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 42 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები