მიმდინარე წლის აპრილში, თიბისი ბანკის არხებით განხორციელებული უნაღდო დანახარჯები ფარმაციაზე წლიურად 31%-ით გაიზარდა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში – „მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა“ ვკითხულობთ.
ანგარიშის მიხედვით, ერთი ტრანზაქციის საშუალო დანახარჯმა ფარმაცევტულ პროდუქტებზე 26 ლარი შეადგინა. იგივე პერიოდში, პირად ჰიგიენაზე განხორციელებული უნაღდო დანახარჯები 7%-ით გაიზარდა, ხოლო ერთი ტრანზაქციის საშუალო თანხა 70 ლარით განისაზღვრა.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია გასული წლის ნოემბრის მაჩვენებელი, როდესაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ფარმაციაზე უნაღდო დანახარჯების პიკური ზრდა დაფიქსირდა — 37% და 28 ლარით განისაზღვრა. ყველაზე მცირე ზრდა კი ამ კატეგორიაში, 2023 წლის იანვარსა და ნოემბერში დაფიქსირდა - 3%.
რაც შეეხება პირად ჰიგიენაზე პიკურ ზრდას, 2023 წლის იანვარში, ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი წლიურად 30%-ით გაიზარდა და 61 ლარი შეადგინა. ყველზე მცირე ზრდა ამ კატეგორიაში მიმდინარე წელს, თებერვალში დაფიქსირდა და 2% შეადგინა.





























