თიბისი კაპიტალის მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსი ალექსანდრე ბლუაშვილი საქართველოში ინფლაციის მოსალოდნელ მაჩვენებელზე აკეთებს პროგნოზს.
“ჯამური ინფლაცია ბოლო 3 თვეა 3.8%-იან ნიშნულზეა და ამ ნაწილში წლიურ ინფლაციაში ცვლილება არ გვაქვს. ჩვენი თავდაპირველი პროგნოზით, წლის ბოლოს ინფლაცია დაახლოებით 3.5%-ის ფარგლებში უნდა ყოფილიყო, თუმცა, სავარაუდოდ, დეკემბერში ინფლაცია 4%-ზე მცირედით მაღალი იქნება და ეს დინამიკა პირველ კვარტალშიც შენარჩუნდება”, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა ალექსანდრე ბლუაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.
ასევე ბლუაშვილის მოლოდინით, 2021 წელს მშპ-ს ვარდნა დაახლოებით 5.4%-ის ფარგლებში იქნება.

























