მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციები სრულად განათავსა

შპს ლოპოტამ წარმატებით განათავსა 11 მლნ აშშ დოლარისა და 6.9 მლნ ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციები. ემისია 20 მილიონი აშშ. დოლარის მოცულობის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც კომპანიისთვის სადებიუტოა. ტრანზაქციის ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალი იყო. ფასიანი ქაღალდები საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განთავსდა.

ინვესტორები ძირითადად ფიზიკური პირები არიან. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების კუპონის განაკვეთი 8.00%-ით, ევროს ობლიგაციების კუპონი კი 7.25%-ით განისაზღვრა. მოზიდული სახსრები კომპანიამ არსებული საბანკო ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გამოიყენა. ლოპოტა 2008 წელს გოგა მაისურაძის მიერ დაფუძნდა. პირველი 7-ოთახიანი საოჯახო სასტუმრო თავიდანვე მასშტაბური იდეის დასაწყისს წარმოადგენდა, დღეს კი ის უკვე საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორის ერთ-ერთი წამყვანი რეზორტია. 60 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი აერთიანებს 310 ნომერს, სხვადასხვა კონცეფციის სივრცესა და მაღალი სტანდარტის მომსახურებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები