მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა $ 20 მლნ-ის ობლიგაციები განათავსა

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისია ორ ტრანშად განხორციელდა - 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 2-წლიანი და 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 6-თვიანი ობლიგაციები. 6-თვიანი ტრანში ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციაა, რაც ადგილობრივი სავალო კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. 2-წლიანი ობლიგაციის კუპონი 7.00%-ს შეადგენს, ხოლო 6-თვიანი ტრანშის განაკვეთი 5.75%-ია. ხაზგასასმელია, რომ 2-წლიანი ობლიგაციების განაკვეთი ყველაზე დაბალია ადგილობრივ ბაზარზე არასაბანკო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ, აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის. მოზიდული სახსრები თეგეტა მოტორსის არსებული ობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდა, რითაც კომპანიამ დაფინანსების ხარჯები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები