მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ივლისში დაახლოებით 7,3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

მთავარი ეკონომისტი

თიბისი კაპიტალი ივლისში დაახლოებით 7,3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ წერია თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.

"თიბისის ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკის ძლიერი ზრდა, ივნისის 7.5%-ის შემდეგ, ივლისშიც შენარჩუნდება და თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით დაახლოებით 7.3%-ით განისაზღვრება. ამ ფონზე, ინფლაცია კვლავ სამიზნეზე დაბლა რჩება.

უფრო მეტიც, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა, რაც სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, ნულოვანი ინფლაციის შესაბამისია. წლიური მაჩვენებელი კი 1.8%-ს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვანია ერთჯერადი ფაქტორების წვლილი, რომელთა გარეშეც, ინფლაციის ბოლოდროინდელი დინამიკა მეტ-ნაკლებად 3%-იან სამიზნესთან ახლოა", - ნათქვამია მიმოხილვაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები