მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისი კაპიტალის” საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა;

დღეს თიბისი კაპიტალმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ღონისძიებას, რომელიც უკვე მეორედ ჩატარდა და 500-მდე სტუმარი ეწვია, მათ შორის, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სარეიტინგო კომპანიებისა და მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, როგორც არის J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, Baker McKenzie, Fitch Ratings, S&P Global-ი და სხვები. თიბისი კაპიტალი მიუთითებს, რომ გლობალურ ეკონომიკაში რეგიონის მზარდი როლის ფონზე, გაიზარდა კაპიტალის ბაზრების მიმართ ინტერესიც და სწორედ, ამ პროცესების საპასუხოდ კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებლები. კონფერენციაზე იმსჯელეს გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და უზბეკეთზე: მიმოიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი, რომლის მოცულობაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გასამმაგდა და 3 მილიარდ ლარს მიაღწია. ასევე, იმსჯელეს უზბეკეთში მიმდინარე ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, რომელიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის ინვესტორებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები