მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი კაპიტალისა და გალტ&თაგარტის მხარდაჭერით, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" ₾350 მლნ-ის ობლიგაციები განათავსა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული ყველაზე მსხვილი ადგილობრივი ემისია განახორციელა და 350 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. ტრანზაქცია თიბისი კაპიტალისა და გალტ&თაგარტის მხარდაჭერით განხორციელდა. ობლიგაციების საპრტოცენტო განაკვეთი დღიური არაკუმულაციური რთული TIBR+3.75%-ით, ხოლო ვადა 5 წლით განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება. ემისიას სოპციალური ობლიგაციების სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მოზიდულ თანხებს კომპანია სოციალური პროექტების დაფინანსებისა და არსებული სესხების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები