მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“თიბისი კაპიტალმა” და “ამერიკის სავაჭრო პალატამ” ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

თიბისი კაპიტალი და ამერიკის სავაჭრო პალატა უკვე რამდენიმე წელია ტრადიციულად მართავენ მაკრო-სექტორულ შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესს მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებსა და სექტორულ განახლებებს უზიარებენ. ამ ფორმატში მორიგი ღონისძიება - „მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ - გაიმართა. შეხვედრა “თიბისის” კორპორატიული საბანკო ბიზნესის მართვის დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ირაკლი ბაიდაშვილმა გახსნეს. ღონისძიებას დაესწრნენ AmCham-ის წევრი კომპანიები და ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები