მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

თიბისი კაპიტალის გუნდმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ, ტრადიციულად, მიმდინარე აქტუალური მაკროეკონომიკური და სექტორული განახლებები წარადგინეს. ამჯერად შეხვედრის მთავარ ფოკუსში მოექცა გლობალური და ადგილობრივი ბაზრები. თიბისის მულტიფუნქციურ სივრცეში პარტნიორებისთვის გამართულ კონფერენციაზე 2026 წლის ეკონომიკურ მოლოდინებსა და გამოწვევებზეც იმსჯელეს. სავაჭრო რეჟიმების ცვლილებები, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მცდელობები - ის ფაქტორებია, რომლებიც დღეს გლობალურ ეკონომიკას განსაზღვრავს, კერძო სექტორს კი მკვეთრი ცვლილებებისკენ უბიძგებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები