მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წელი ერთობლივი ღონისძიებით უკვე მესამედ შეაჯამეს. შეხვედრაზე თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა, რომელიც 2026 წლის გლობალურ და ადგილობრივ ეკონომიკურ ტენდენციებსა და 2027 წლის პროგნოზებს აერთიანებს. პუბლიკაციის მიხედვით, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ენერგეტიკული ბაზრის რყევების მიუხედავად, გლობალური ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, ბაზრების ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებლად კი ხელოვნური ინტელექტი სახელდება. ახლო აღმოსავლეთის შოკის მიუხედავად, ძლიერ ზრდას ინარჩუნებს საქართველოს ეკონომიკაც. კვლევა ეკონომიკის ოთხ ძირითად სექტორსაც მიმოიხილავს: უძრავი ქონების ბაზარზე აქტიური მოთხოვნა და ფასების ზომიერი ზრდა, ტურიზმში კი ვიზიტორებისა და შემოსავლების მატებაა მოსალოდნელი. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით ტვირთბრუნვა იზრდება, რაც საქართველოს, სატრანზიტო დერეფანთან ერთად, რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს. ენერგეტიკის სექტორში მთავარ გამოწვევად ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების დისბალანსი და ექსპორტის შეზღუდული შესაძლებლობები რჩება. თიბისიში აღნიშნავენ, რომ “ამჩამთან” ერთად წლის შეჯამება უკვე ტრადიციად იქცა. ბანკის მიზანია, პარტნიორებს დროულად გაუზიაროს სანდო ინფორმაცია და თიბისი კაპიტალის კვლევები, რათა ბიზნესმა ფართო სურათი უკეთ დაინახოს, შეაფასოს არსებული გამოწვევები, შეძლოს ახალ რეალობასთან ადაპტაცია და სამომავლო საქმიანობა ინფორმირებულად დაგეგმოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები