მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისი კაპიტალმა“ განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

BM.GE
22.12.22 12:04
271
თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებაზე 2022 წლის მაკრო-სექტორული შედეგები შეჯამდა და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე, ვალუტის კურსსა და სექტორულ ტენდენციებზე მიგრანტების შემოდინების გავლენა განიხილეს და 2023 ძირითადი მოლოდინები წარმოადგინეს. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2022 წლამდე საქართველოს ეკონომიკური პარტნიორების აქტივობა საქართველოს ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებდა, 2022 წელს კი, ეს კავშირი დიდ წილად მიგრაციის ეფექტმა შეცვალა, თუმცა თიბისი კაპიტალი განმარტავს იმასაც, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების გარეშე, 2022 წელს საქართველოს ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ზრდა ბევრად მაღალი იქნებოდა, რაც საქართველოში ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითად იმოქმედებდა. ამდენად, მიგრაციის ეფექტის გარეშე, საქართველოში ეკონომიკური აქტივობა არსებულთან შედარებით მცირედით ნაკლები, თუმცა მაინც მაღალი იქნებოდა. ამას, დიდ წილად ტრადიციული ტურიზმის მეტი აღდგენა განაპირობებდა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უფრო ზომიერია. რაც შეეხება 2023 წლის მოლოდინებს - 2023 წელს ეკონომიკის ზრდის შენელებაა მოსალოდნელი. ინფლაციის შემცირება კი თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარია. რაც შეეხება საქართველოში ძირითად მაკროეკონომიკურ მოლოდინებს, რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს - 3.5%, 2024-ში კი 5.4% იქნება. თიბისი კაპიტალი მომავალ წელს ინფლაციის შემცირებასაც პროგნოზირებს და ვარაუდობენ, რომ ის 2023 წლიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები