მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალმა კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი გლობალურ კონტექსტში და საქართველოზე მისი გავლენა, მდგრადი დაფინანსების გლობალური ტენდენციები, აქტივების მართვის პერსპექტივები საქართველოში, ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები, შედეგები და მოლოდინები - საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში წამყვანი საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვან მოთამაშეებთან ერთად ამ თემებზე კონცენტრირებით შედგა.

თიბისი კაპიტალმა ამ პრეცედენტით ახალ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. გუშინ დილიდან J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, Baker McKenzie, Dentons-ის ქართული საინვესტიციო კომპანიების, კერძო სექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლები ინდივიდუალური გამოსვლებისა თუ პანელური დისკუსიების ფარგლებში მსჯელობდნენ თემებზე, რომელიც მათ შორის საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.

სტუმარი: მერი ჩაჩანიძე - "თიბისი კაპიტალის" მმართველი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები